„ნაციონალური მოძრაობის

„ნაციონალური მოძრაობის" ხონის ახალგაზრდული ფრთა „ქართულ ოცნების" აქციას შეუერთდა

"ნაციონალური მოძრაობის" ხონის ახალგაზრდული ფრთა „ქართულ ოცნების"  ხონში მიმდინარე აქციას შეუერთდა.

როგორც აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა განაცხადეს, ამ გაადააწყვეტილების მიზეზი პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარებაა.

მათი თქმით, ისინი გმობენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და ამის გამო მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას" უცხადებენ.