პატიმრებზე ძალადობის ფაქტებს მოდულის შენობასთან მოსწავლეებიც აპროტესტებენ

პატიმრებზე ძალადობის ფაქტებს მოდულის შენობასთან მოსწავლეებიც აპროტესტებენ

პატიმართა მიმართ განხორციელებულ  ძალადობას 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც აპროტესტებენ. ისინი ე.წ. მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი და აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ქუჩაში არამარტო მოსწავლეები, არამედ მთელი საზოგადოება უნდა გამოვიდეს.

მოსწავლეების განცხადებით, ისინი ძალადობას და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს გმობენ და დამნაშავე პირების დასჯა ითხოვენ.

„გამოვედით იმისთვის, რომ პატიმრებს ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ვითხოვთ შს მინისტრი ბაჩო ახალაია თანამდებობიდან გადადგეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას“-აცხადებენ ისინი.