სასჯელაღსრულების სამინისტროს თბილისის ბიუროს ადვოკატმა თანამდებობა დატოვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს თბილისის ბიუროს ადვოკატმა თანამდებობა დატოვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატმა, ირაკლი მირცხულავამ თანამდებობა დატოვა.  ამის შესახებ თავად მირცხულავამ დღეს გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მირცხულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ამის მიზეზი ის შემზარავი კადრები გახდა, რომელიც პატიმართა წამებას ასახავს. მირცხხულავა აცხადებს, რომ ყველა მისი თანამშრომელი გმობს იმას, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში გამჟღავნდა.

„უფლებადამცველისთვის გაუსაძლისია, იჯდეს სამსახურში და მშვიდად უყურებდეს ამ ყველაფერს. მეც იქ უნდა ვიდგე, სადაც ამ უსამართლობას აპროტესტებენ", - განაცხადა ირაკლი მირცხულავამ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მსგავსი ფაქტები ხდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამას ეფექტური გაგრძელება არ ჰქონია და არსებობდა შიშის სინდრომი, გაგრძელდა იმით, რაც დღეს ხდება.