ვანო მერაბიშვილი: გამოსავალი ნაპოვნია და  ყველა ის დაისჯება, ვინც არაადამიანური მოპყრობით სამშობლოს უღალატა

ვანო მერაბიშვილი: გამოსავალი ნაპოვნია და ყველა ის დაისჯება, ვინც არაადამიანური მოპყრობით სამშობლოს უღალატა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი facebook - ის საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

მიმართვას from.ge უცვლელად ვთავაზობთ.

„მინდა რომ დამშვიდდეთ,  ვიცი ძნელია მაგრამ უნდა მოვერიოთ თავს. გამოსავალი ნაპოვნია და დაისჯება ყველა ის მათგანი ვინც არაადამიანური მოპყრობით უღალატა სამშობლოს, ერს და თითოეულ ჩვენგანს. პირობა შესრულდება და შეიცვლება ყველაფერი, ჩემი სურვილია რომ პატიმარი არ იყოს სულმკვდარი, მან ჩვენივე მიღებული კანონი, რომელსაც ეთანხმება მთელი საქართველო ისე უნდა მოიხადოს სასჯელი და არა სხვა რაიმე აუტანელი ფორმით. მე არ ვიძახი,  რომ ვინმე სასტიკად უნდა დაისაჯოს. კანონი უზენაესი ძალაა რომელიც მრავალ მთავრობასა და ხალხს გამოიცვლის. კანონის დაცვით ყველა პასუხს აგებს, ჩვენ ჰუმანური სახელმწიფო ვართ და ამის შეცვლას არ დავუშვებთ. მე მესმის ყველა თქვენგანის და გთხოვთ მოთმინებას, არ მინდა რომ ეს საქმე პოლიტიკური დატვირთვით გადაწყდეს,  ეს არაა პოლიტიკა. ეს არის ჩვენი პრობლემა,  რომელსაც დაპირების საფუძველზე ძირფესვიანად შევცვლი, მე მინდა ეს ჩვენ ყველამ გავაანალიზოთ. ამით მანიპულირება დაუშვებელია და ნურავინ აჰყვებით ამ მანიპულაციას. ვიფიქროთ წელში გამართულ ლამაზ სამშობლოზე, რომელიც უფალმა გვიბოძა და წინაპრებმა სისხლით შეგვინახეს. ჩვენ,  როგორც სხვა სამსახურები,  მჯერა რომ ერთად შევცვლით ამ სამსახურსაც“, - ნათქვამია მიმართვაში.