საპროტესტო მიტინგები თბილისში 15:00 საათზე,  ერთდროულად 4 ადგილზე დაიწყება

საპროტესტო მიტინგები თბილისში 15:00 საათზე, ერთდროულად 4 ადგილზე დაიწყება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის გასაპროტესტებლად აქციები თბილისში დღესაც გაიმართება. საპროტესტო მიტინგები 15:00 საათზე,  ერთდროულად 4 ადგილზე - გლდანის ციხესთან,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან,  ე.წ. მოდულის შენობასთან და ფილარმონიასთან დაიწყება.

თბილისში საპროტესტო აქციების ტალღა შემზარავი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა, რომელიც გლდანის N8 საპყრობილეში პატიმართა სასტიკად ცემის, წამებისა და გაუპატიურების ფაქტებს ასახავს.

საპროტესტო აქციები აღნიშნულ წერტილებშო გუშინ დაიწყო და საღამოს დასრულდა. გვიანობამდე მიმდინარეობდა მიტინგი გლდანის ციხესთან.

ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციას დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.