გიორგი ფოფხაძე - პატიმრების წამების კადრები ირმა ინაშვილს შსს-ს მაღალჩინოსნებმა მერაბიშვილის დავალებით გადასცეს

გიორგი ფოფხაძე - პატიმრების წამების კადრები ირმა ინაშვილს შსს-ს მაღალჩინოსნებმა მერაბიშვილის დავალებით გადასცეს

"მე-9 არხის“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძის განცხადებით, პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ამსახველი კადრები მას ჟურნალისტმა  ირმა ინაშვილმა მიაწოდა. ამის შესახებ მან ეკა ბერიძის გადაცემა „მთავარ კითხვაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ინაშილს საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და წარუდგნენ, როგორც, როგორც ვანო მერაბიშვილის დავალებით მისული ხალხი და ეს მასალაც სწორედ მაშინ გადასცეს.

„მას უთხრეს, რომ ადამიანი, რომელმაც ეს კადრები გადაიღო, უკვე ბრიუსელშია გასული. ეს მოხდა, დაახლოებით, მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში. ირმა ჩამოვიდა და მომიტანა ეს კადრები“-აცხადებს ფოფხაძე და განაცხადა, რომ მასალაში ასახული ფაქტები 2010-2011-1012 წლებს განეკუთვნება.

ჟურნალისტის განცხადებით, ამის შემდეგ მას შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაუკავშირდა და ბრიუსელში მყოფ ბედუკაძესთან შეხვედრა სთხოვა.

ფოფხაძის თქმითვე, კადრები, რომელიც ტელეკომპანიის ეთერით გავიდა, 1,5 საათიანი მასალის მხოლოდ მცირე ნაწილია.