საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა კვესიტაძეს ამხელს  - მე თქვენს მხარეს ვარ, არანაირად არ ვეთანხმები იმას, რაც ხდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა კვესიტაძეს ამხელს - მე თქვენს მხარეს ვარ, არანაირად არ ვეთანხმები იმას, რაც ხდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა კვესიტაძეს ამხელს  - მე თქვენს მხარეს ვარ, არანაირად არ ვეთანხმები იმას, რაც ხდება

"საზოგადოებრივი მაუწყებელი"  ტელეკომპანიის ჟურნალისტ, გადაცემა აქცენტების წამყვანის ეკა კვესიტაძესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელის თანახმად , კვესიტაძე სტუდენტების საპროტესტო აქციასა და მათი მოთხოვნების ჩამოყალიბებას ხელმძღვანელობს.

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან სტუდენტების საპროტესტო აქციისა და მათი მოთხოვნების ჩამოყალიბებას, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს "აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ უხელმძღვანელა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა მოახერხა აუდიო-ფირზე იმ საუბრის დაფიქსირება, როდესაც ეკა კვესიტაძე სტუდენტებს მოთხოვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება და ინფორმაციას აწვდის პირველ არხთან დაკავშირებით", ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული უდიოჩანაწერის მიხედვით, ეკა კვესიტაძე სტუდენტებს ურჩევს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობას საინფორმაციო გამოშვების უწყვეტ რეჟიმში გაშვება მოსთხოვოს.

"თქვენ ახლა უნდა მოითხოვოთ, რომ იყოს უწყვეტი საინფორმაციო გამოშვება, ეთერი, თოქ-შოუ, რომელშიც იქნება დარბაზი, ესაა ორი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა, რომ დათანხმდნენ მაღალჩინოსნები პირდაპირ ჩართვებზე. მე პირადად გავაკეთებ ამ ეთერს, სიამოვნებით. მე თქვენს მხარეს ვარ, არანაირად არ ვეთანხმები იმას, რაც ხდება", - აცხადებს კვესიტაძე.

 მისივე თქმით, სტუდენტებმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნაც უნდა დასვან.

 "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" უნდა მოითხოვოთ საგამოძიებო გადაცემის დაწყებაც. საერთოდ, ყველაფერი უნდა მოითხოვოთ, რადგან ამ არხზე არის დიდი ვაკხანალია. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დასვათ, რადგან ჭანტურია არის მინიმალური ფიგურა", - ამბობს კვესიტაძე.