მამუკა არეშიძე გარდაბნის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

მამუკა არეშიძე გარდაბნის რაიონში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

დღეს, 19 სექტემბერს, პოლიტიკური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა არეშიძე გარდაბნის რაიონში 4 სხვადასხვა ადგილზე კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა გაოცება ვერ დაფარა იმ პირობების გამო, რომელშიც დევნილთა 135 ოჯახი იმყოფება. დევნილები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, 22 ლარიანი დახმარების გარდა მათ უმრავლესობას არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, დაზიანებულია მათი საცხოვრებელი სახლები, დასახლებაში არ არის სკოლა და ბაგა-ბაღი, რის გამოც ბავშვებს ყოველდღიურად  ფეხით კილომეტრების გავლა უწევთ. უსახსრობის გამო დევნილები ვერ იღებენ მინიმალურ სამედიცინო დახმარებას. მათი დასახლების გარშემო საშნელი ანტისანიტარია სუფევს, რადგან მოუწესრიგებელია ნაგავსაყრელი სისტემა.

„ქართული ოცნების“ მიზანია თითოეულ დასახლებულ პუნქტში შეიქმნას საწარმოები. ეკონომიკის განვითარება კი ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების გადაჭრას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე თითოეული დევნილი ოჯახისათვის კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლები აშენდება - განუცხადა,  პოლიტიკური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა არეშიძემ აფხაზეთიდან დევნილებს.