ირაკლი ალასანია:პატიმრების წამებაზე პასუხისმგებლობა სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილსა და ახალაიებს ეკისრება

ირაკლი ალასანია:პატიმრების წამებაზე პასუხისმგებლობა სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილსა და ახალაიებს ეკისრება

"ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია პატიმრების წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილსა და ახალაიებს აკისრებს. ამის შესახებ მან ზუგდიდში, სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურასთან დღევანდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის.

„ჩვენი ერთადერთი და მთავარი ამოცანაა, თანადგომა და სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ბიჭების მიმართ, ვინც ამ არანორმალური სისასტიკის მსხვერპლი გახდა. კალმახელიძის თანამდებობიდან გაშვება არაფერს ნიშნავს. მთავარი პასუხისმგებელი ამ ამაზრზენ დანაშაულზე არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაიები, ვინც ეს სისასტიკის მანქანა შექმნა. ვპირდები ქართულ საზოგადოებას, ზუგდიდს და მთელ საქართველოს, რომ ვერც ერთი მათგანი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა", - განაცხადა