ბურჯანაძე: ჩვენ ვნახეთ   არაადამიანური კადრები, რომლის შესახებაც მეტნაკლებად ყველას წარმოდგენა გვქონდა

ბურჯანაძე: ჩვენ ვნახეთ არაადამიანური კადრები, რომლის შესახებაც მეტნაკლებად ყველას წარმოდგენა გვქონდა

"დემოკრატიული მოძრაობის“ ნინო ბურჯანაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებააში გუშინ მომხდარი ფატქებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელი კადრები არის ენით აღუწერელი არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

პარტიის ინფორმაციით, საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე თავს გრძნობს პატიმრად  და ისეთივე უუფლებოდ, როგორი უუფლებოებიც არიან ის პატიმრები, რომლებიც სასჯელს იხდიან.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი კადრები არის ენით აღუწერელი და შემაძრწუნებელი ალბათ ყველასათვის მისაღებია. სამწუხაროდ შეძრწუნებულია ყველა, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ნათლად აჩვენებს თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე.

გუშინ ჩვენ ვნახეთ მართლაც არაადამიანური კადრები, რომლის შესახებაც მეტნაკლებად ყველას წარმოდგენა გვქონდა, მაგრამ რომლის დაჯერებაც ყველას ძალიან უჭირდა.

უპირველეს ყოვლისა მე მინდა გავამხნევო ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულებლის დაწესებულებებში არიან, რომლებიც მართლაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და მინდა თანადგომა და თანაგრძნობა გამოვუცხადო მათი ოჯახის წევრებს.

დღეს ფაქტია, რომ საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე თავს გრძნობს პატიმრად  და ისეთივე უუფლებოდ, როგორი უუფლებოებიც არიან ჩვენი თანამემამულეები რომლებიც იხდიან სასჯელს.

დღეს ბევრი ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულთან ბრძოლა მოითხოვს ადამიანების ციხეში ჩასმას, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში, ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანსაც  კი აქვს ელემენტარული უფლებები, რომლებიც“ დემოკრატიის შუქურა“ საქართველოში უხეშად იყო შელახული და ფეხ ქვეშ გათელილი. მით უფრო უმძიმესია ეს ვითარება, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს ციხეებში ათასობით უდანაშაულო ადამიანი იხდის სასჯელს. 

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ნაწილი ალბათ იმ ადამიანებისაც ვინც გუშინ ეთერში იყო და ბევრი სხვაც იღებდა მონაწილეობას 26 მაისს სადამსჯელო სპეცოპერაციაში, როდესაც ხელ-ფეხ შეკრულ ადამიანებს ექცეოდნენ არააადამიანურად, სასტიკად სცემდნენ, შეურაცყოფას აყენებდნენ. სამწუხაროდ არც მაშინ, არც შემდეგ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ილახებოდა, მათ შორის  26 მაისის შემდეგ დაპატიმრებულ ადამიანებთან მიმართებაშიც, არ იქნა გამოჩენილი სათანადო სოლიდარობა და მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეხლა მაინც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს იმას რომ დემოკრატიის ფასადის მიღმა საქართველოში არის დამნაშავე და მახინჯი რეჟიმი.

ის რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ წლების განმავლობაში არ მისცა ადეკვატური რეაგირება და შეფასება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს საქართველოში პოლიტპატიმრების უკანონო პატიმრების შესახებ, მათი უფლებების დარღვევის შესახებ, ის რომ 26 მაისს არ მიეცა სათანადო შეფასება, როდესაც პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელფეხ შეკრულ ადამიანებს სცემდნენ და შეურაცყოფას აყენებდნენ, ის რომ არ იყო სათანადო რეაგირება ჩვენს მიერ გაგზავნილ ათობით მაილზე და წერილზე და შეხვედრაზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და გავაგზავნეთ უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების, ან უცხოეთის წარმომადგენლების მისამართით, ეს არის მნიშვნელოვანწილად განმაპირობებელი იმისა, რომ ჩვენ დღეს ვიხილეთ ეს კადრები.

კიდევ ერთხელ მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეხლა მაინც სრულიად საქართველო, თვითოეული ჩვენგანი, აბსოლუტურად სოლიდარულნი ვიქნებით  ყველა იმ ადამიანის მიმართ ვისი უფლებებიც ირღვევა, აბსოლიტურად სოლიდარულნი ვიქნებით იმ მოთხოვნაში, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ არამხოლოდ “-აცხადებს ბურჯანაძე