დასავლური პრესა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

დასავლური პრესა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

საქართველოში მიმდინარე პროცესებს  დასავლური მედია ეხმაურება. BBС -ის ინტენეტგამოცემის მთავარ გვერდზე საქართველოში მიმდინარე პროცესები სათაურით „საქართველოში ციხეში ძალადობის ამსახველმა ვიდეომასალამ ანტისახელიფულებო საპროტესტო ტალღა ააგორა", მოხვდა.

BBС -ის ინფორმაციით, კადრებში კარგად ჩანსა, როგორ ძალადობენ სექსუალურად  პატიმრებზე ციხის თანამშრომლები, ხელისუფლების განცხადებით, კი ვიდეო ოპოზიციის მიერ არის ინსცენირებული და ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„პატიმართა წამების ვიდეომასალამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე საპროტესტო აქციები გამოიწვია", ამ სათაურით აქვეყნებს Washington Post საქართველო შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციას. „ ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პროვოკაციაზე საუბრობენ, პრეზიდენტმა კი დამნაშავეების დასჯის პირობას დებს. მას შემდეგ რაც ორმა ტელეარხმა სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა ასობით დემონსტრანტმა თბილისის ცენტრში მოძრაობა გადაკეტა,“,- წერს  Washington Post . პატიმართა წამებას ეხმაურება Radio Free Europe რადიო თავისუფლების ინგლისურ ენოვანი ბიუროც. ინფორმაცია რადიოს ინტერნეტ-გვერდზე მთავარ ამბადაა გამოტანილი.