ლევან ჩიტაძე: ხვალ უფრო დიდი მუხტით, უფრო შემართებით გელოდებით ყველას ფილარმონიასთან

ლევან ჩიტაძე: ხვალ უფრო დიდი მუხტით, უფრო შემართებით გელოდებით ყველას ფილარმონიასთან

კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ დაშლისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, დღევანდელი აქცია აქ სრულდება, თუმცა ხვალ, 17:00 საათზე ფილარმონიასთან ისევ განახლდება.

ჩიტაძის განცხადებით, ხვალ უფრო მეტნი იქნებიან და მომზადებულნი იქნებიან როგორც პროვოკაციების, ისე სხვადასხვა გამოწვევების გასამკლავებლად.

„ხვალ უფრო დიდი მუხტით, უფრო შემართებით გელოდებით ყველას ფილარმონიასთან. ჩვენ უნდა დავიცვათ იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ამ სისტემის მსხვერპლნი გახდნენ“, - განაცხადა ჩიტაძემ.

ჩიტაძის ამ მოწოდებას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოყვა. მათთვის აქციის დასრულება მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ჩიტაძემ მათ მოუწოდა, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდონ.