საპატრიარქომ ფოთის  საკათედრო ტაძრის კურთხევა გადადო

საპატრიარქომ ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა გადადო

ციხეებში  განვითარებულ მოვლენების გამო პატრიარქმა ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევა გადადო. ამის შესახებ საპატრიაქროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, გადაიდო ასევე ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება. განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ციხეებში პატიმრების წამების შესახებ გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის როგორც ქრისტიანული მორალით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა და ამას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება.

შექმნილი სიტუაციის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაიდო ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევა და ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.