დაჩი ცაგურია:  ჩახვაძის კანცელარიასთან გამოჩენა ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა

დაჩი ცაგურია: ჩახვაძის კანცელარიასთან გამოჩენა ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია მთავრობის სახელმწიფო კანცელარიასთან „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, გურამ ჩახვაძის გამოჩენას ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს.

ცაგურიას განცხადებით, ისინი ცდილობდნენ დეპუტატისთვის დერეფანი გაეკეთებიანთ და იქ გაეტარებინათ, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ახლდა პიროვნება, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ფაქტია, რომ ეს ადამიანი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. არ მახსენდება არცერთი მაგალითი, როცა მას ხელისუფლების მოსაზრება არ გაუზიარებია. ეს იმის ეჭვის საფუძველს მაძლევს, რომ მისი მოსვლა ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო“, - განაცხადა ცაგურიამ.

რაც შეეხება აქციის მიმდინარეობას, ცაგურიას განცხადებით, ისინი ჯერჯერობით მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას, თუ რას და როგორ მოიმოქმედებენ, საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.