სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან შეიკრიბებიან, სადაც გლდანის N-8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ განხორციელებულ ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს გააპროტესტებენ.
სტუდენტები სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატავად უკვე მიემართებიან .
ამ დროისათვის აქცია მიმდინარეობს სახელმწიფო კანცელარიასთან. ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გლდანის N-8 საპყრობილესთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილნი.