დაჩია ცაგურიასა და ჯონდი ბაღათურიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

დაჩია ცაგურიასა და ჯონდი ბაღათურიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით წასვლისკენ მოუწოდა.

ბაღათურიას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხის პატარ- პატარა ჯგუფები იმყოფებიან გლდანის N-8 საპყრობილესთან, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ და პრეზიდენტის რეზიდენციასთან.

მისივე თქმით, ახლა საზოგადოებამ ჯოხი დაბალ ღობეზე არ უნდა გადატეხოს და კალმახელიძის კი არა სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა მოითხოვოს.

„პრეზიდენტია დამნაშავე და პრეზიდენტმავე უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა ბაღათურიამ და ხალხს პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდა.

ბაღათურიას ამ განცხადებას უფლებადამცველი, დაჩი ცაგურიას პროტესტი მოყვა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პროცესები თავიანთ პარტიაში უნდა მართონ, ეს კი საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქციაა.

„არავინ არსად არ მიდის. ეს პროცესი აქამდე მოვიდა. ეხლა კი პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს ვთხოვთ განკარგულებები თავიანთ სტრუქტურებში გააკეთონ“, - განაცხადა ცაგურიამ.

მისივე თქმით, ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რა და როგორ მოიმოქმედონ. განცხადების შემდეგ ბაღათურიასა და ცაგურიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაჩი ცაგურიამ ჯონდი ბაღათურიას აქციაზე სიტყვით გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და რიგითი მოქალაქეებისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდა.

ბაღათურიას თქმით, არა ნაირი დაპირისპირება არ მომხდარა და აღნიშნა, რომ მან უბრალოდ მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.