აქციაზე დემონსტრანტებმა გურამ ჩახვაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

აქციაზე დემონსტრანტებმა გურამ ჩახვაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, გურამ ჩახვაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამების ამსახველი ფაქტების კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს ფაქტი გამოძიებას აუცილებლად საჭიროებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამის სამართლებრივი გამოძიება საქართველოში ვერ მოხერხდება.

გურამ ჩახვაძის კანცელარიიდან გამოსვლამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. დემონსტრანტებმა მას „სატელიტი“ უწოდეს და შეძახილებით, „სირცხვილი! სირცხვილი!“ სკანდირებდნენ. რამდენიმე დემონსტრანტი ჩახვაძეს დაედევნა და მას წყალი და კოკა-კოლა შეასხა.

აქციის მონაწილეების ნაწილი გარკვეული ნაწილი მათ შეჩერებას ცდილობდა, თუმცა დემონსტრანტები ჩახვაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ჩახვაძემ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ფიზიკური დაზიანების გარეშე დატოვა.