გიგა ბოკერია - ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც სახალხო დამცველის სიგნალები ვერ შეაფასა

გიგა ბოკერია - ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც სახალხო დამცველის სიგნალები ვერ შეაფასა

"ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა,  მაშინ როდესაც სათანადოდ ვერ შეაფასა სახალხო დამცველის და სხვა საზოადოებრივი ჯგუფების სიგნალები სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ნორმალური ადამიანი არის აღშფოთებული, შეძრწუნებული იმით, რაც იხილეთ და იმ პრობლემით, რომელიც ნათლად იყო გამოვლენილი.

„იმ ამაზრზენ სურათს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ვერანაირად ვერ გაამართლებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმატებულ ბრძოლას ახორციელებს დანაშაულთან და ასევე წარმატებულად იბრძვის ციხეებში დანაშაულის კონტროლის წინააღმდეგ“, -  აღნიშნა მან და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.

როგორც ბოკერია აცხადებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამგავრი სისტემური პრობლემის არსებობა ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში შეუძლებელი იყოს და ეს ასეც იქნება.