მესტიაში სამხედრო სპეცუბანი გაუქმდა

მესტიაში სამხედრო სპეცუბანი გაუქმდა

მესტიის N47 საოლქო საარჩევნო კომისიის 16 სექტემბრის განკარგულება N6, რომელიც საარჩევნო უბნის გამონაკლის შემთხვევაში შექმნას ითვალისწინებდა, გაუქმებულია.

სამხედრო სპეცუბანში მონაწილეობა  უნდა მიეღოთ სამხედრო ჯარების პირველი ქვეითი ბრიგადის დაბა კოჯრის სამთო სასწავლებლის ბაზის წევრებს, კაპიტან დავით გულბანის მეთაურობით.

 „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკანონოდ შექმნილი საარჩევნო  უბანი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  გაასაჩივრეს.  ხარატიშვილის უწყებამ სპეციალური უბნის შექმნის ბრძანებულება გააუქმა.

კოალიცია“ ქართული ოცნების“ წარმომადგენელს 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ სპეცუბნის შექმნა გეგი ჩხეტიანისა და კანდიდ კვიციანის მიერ იყო ნაკარნახევი,  თუმცა ცესკო-მ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

„ამ უბნის შექმნა გეგი ჩხეტიანისა და კანდიდ კვიციანის მიერ იყო ნაკარნახევი, თუმცა არ გამოუვიდათ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს უკანონობა არ დაუშვა. მე მადლობა მინდა გადავუხადო მთელ საარჩევნო კომისიას, ზურაბ ხარატიშვილს და კომისიის წევრებს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო და წვლილი შეიტანა“,-აცხადებს ჟორჟოლიანი.