დათა ახალია  და სოსო თოფურიძე  პატრიარქთან მივიდნენ

დათა ახალია და სოსო თოფურიძე პატრიარქთან მივიდნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამ წუთებში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დათა ახალაიასა და კუდ-ის უფროსის მოადგილეს სოსო თოფურიძეს ხვდება, რომლებიც  საპატრიარქოში უწმინდესთან შესახვედრად მივიდნენ.  მივიდნენ. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

შეგახსენებთ, ერთი საათის წინ  უწმინდესმა  საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგზე ბრძანა, რომ საჭიროა სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს

"საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით, პირადად ჩემი სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს. გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები", - ბრძანა უწმინდესმა.