ილია მეორე: ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები

ილია მეორე: ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზოგადოებას გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

უწმინდესის  საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგზე ბრძანა, მედიასაშუალებებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში.

"საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით, პირადად ჩემი სახელით მივმართავ სრულიად საქართველოს. გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც ხდება ციხეებში. ჩვენ ვგმობთ ამ მოქმედებას და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ შეიქმნას სათანადო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და დაიცავს პატიმრების უფლებებს. ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები", - ბრძანა უწმინდესმა.