გოგა ხაინდრავა: გორილების მეტი მამრი მამრთან სქესობრივ კავშირს არავინ ამყარებს

გოგა ხაინდრავა: გორილების მეტი მამრი მამრთან სქესობრივ კავშირს არავინ ამყარებს

ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა იმყოფება.

ხაინდრავას განცხადებით, მისი აქციაზე მისვლის მიზანი ისაა, რომ ორანგუტანგების გალიაში ცხოვრება არ სურს.

„მე მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ადამიანები სახლობენ, და არა ორანგუტანგები და გორილები. გორილების მეტი მამრი მამრთან სქესობრივ კავშირს არავინ ამყარებს. მე არ მინდა, რომ ეს ქვეყანა ზოოპარკად გადაიქცეს. ამას აკეთებს ის გორილები და ორანგუტანგები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან მოკალათებულნი. ასეთი რამ მხოლოდ ცხოველთა საპყრობილეში ხდება, ისიც ნაწილში. რადგან ამას ყველა ცხოველი არ კადრულობს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ინსტიტუტებს და სხვადასხვა დაწესებულებებზე საუბარი შეუძლებელია, სანამ ამ სირცხვილს არ მოვიწმენდთ.  „ამ სირცხილის მოწმენდას კი, როგორც ჩანს ბევრი ცრემლი დასჭირდება“, - აღნიშნა მან.