ბაქრაძე: ნანახი კადრებით არათუ შოკირებული და შეძრწუნებული, არამედ გაბრაზებული ვარ

ბაქრაძე: ნანახი კადრებით არათუ შოკირებული და შეძრწუნებული, არამედ გაბრაზებული ვარ

"ახალ პარლამენტში პარლამენტის ინიციატივით შეიქმნება საპარლამენტო კომისია , რათა ციხეებში პენიტენციალური სისტემის რეფორმირება მოხდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, ეკრანზე ნანახი კადრებით არათუ შოკირებული და შეძრწუნებული, არამედ გაბრაზებულია.

„8 წლის მანძილზე ჩვენ ვაშენებდით ქვეყანას, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ძალადობისა და წამებისაგან. ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც ერთ უწყების შიგნით მოკალათებულ სადისტ დამნაშავეებს, ეჭვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ 8 წლის განმავლობაში შრომით, ოფლითა და სისხლით მოიპოვა", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დღესვე, ბაქრაძემ მოითხოვა ფაქტების გამოძიება და უმკაცრესად დასჯა ყველა, მათ შორის თანამდებობების პირებისა, რომლებმაც თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით მსგავსი ფაქტებს შეუწყეს ხელი.

ასევე, დავით ბაქრაძე ითხოვს, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია გამოძიებასთან დაკავშირებით.

„ციხეში მყოფი პატიმრები უნდა იყვნენ დაცული და ამიტომ ახალი მოწვევის პარლამენტში, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რათა მოხდეს სისტემის რეფორმირება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ  ამ საკითხის პოლიტიზაცია არ არის საჭირო.