პატიმრების წამების ფაქტებს ბათუმშიც  აპროტესტებენ

პატიმრების წამების ფაქტებს ბათუმშიც აპროტესტებენ

ამ წუთებში ბათუმში  პოლიტიკოსების, აჭარის რეგიონალური მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა აქცია მიმდინარეობს.

ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი  აქცია მიმდინარეობს და მასში დაახლოებით 300-მდე ადამიანია შეკრებილი.

ისინი აცხადებენ, რომ მომხდარის შემდეგ საკმარისი არ არის მინისტრების გადაყენება და პასუხი უნდა აგოს ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

„ისიც ამ დანაშაულებრივი რგოლის ნაწილია და მის გარეშე მსგავსი რამ არ მოხდებოდა“, - აცხადებენ ისინი.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მდუმარე აქციას მართავენ.

ამასთანავე, აქცია სახელწოდებით „არ აწამო“ მიმდინარეობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

აქციაზე შეკრებული სტუდენტები მოუწოდებენ უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას და ყველა სტუდენტს დააფიქსირონ თავისი პოზიცია და აქციას შეუერთდნენ.