საპროტესტო მსვლელობა ფოთში

საპროტესტო მსვლელობა ფოთში

"ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზება გაუკეთა იმ საპროტესტო აქციას, რომელიც პატიმართა წამების შესახებ გავრცელებული ვიდეოკადრების ჩვენებას მოჰყვა საქართველოში. გადაკეტილია ქალაქის მთავარი გამზირი, მსვლელობის მონაწილეები ქალაქის მთავარი პროკურატურის შენობისკენ მიემართებიან.  

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდიატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფოთელებმა გვერდზე უნდა გადადონ პოლიტიკური შეხედულებბები და მსვლელობას შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეობენ "საქართველოს გზის" წარმომადგენლები,  უფლებადამცველები.მათ შორისაა მინდია უგრეხელიძეც.