სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს ფანჯრები ამოუქოლეს

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს ფანჯრები ამოუქოლეს

უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, გლდანის N8 საპყრობილეში და გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს ინფორმაციის მიღება შეუზღუდეს.

ცაგურიამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრებს ციხეებში რადიოსიხშირეები შეუწყვიტეს და ფანჯრები ამოუქოლეს.

„პატიმრებს ინფორმაცია შეეზღუდათ. ეშინიათ რაიმე ბუნტი არ დაიწყოს და ეს იმ მიზეზით გააკეთეს. მომხდარზე ისინი სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. ვინც ხელს აღმართვას პატიმრებზე, მას ციხეებში დავალპობთ“, - განაცხადა ცაგურიამ.