ზვიად ძიძიგური:  შემზარავ დანაშაულზე პასუხისმგებელია მთელი ძალოვანი ვერტიკალი - მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი

ზვიად ძიძიგური: შემზარავ დანაშაულზე პასუხისმგებელია მთელი ძალოვანი ვერტიკალი - მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი

კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ძალოვანი ვერტიკალის- მერაბიშვლი, ახალაია, ადეიშვილი პასუხისმგებელია ამ შემზარავ დანაშაულზე,  აგრეთვე საქართველოს პირველი პირის მხარდაჭერისა და უშუალო ხელშეწყობით გარეშე ეს  ვერ განხორციელდებოდა. ამ განცხადებას ძიძიგური სოციალური ქსელ facebook-ის საკუთარ ვებგვერდზე აკეთებს.

„ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე პასუხისმგებელია მთელი ძალოვანი ვერტიკალია - მერაბიშვლი, ახალაია, ადეიშვილის ჩათვლით. ყოველივე არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ვერ განხორციელდებოდა საქართველოს პირველი პირის მხარდაჭერისა და უშუალო ხელშეწყობით გარეშე.

 კადრები არ არის შემთხვევითი პირების მიერ გადაღებული, ეს არის მეთოდოლოგია, რასაც ახორციელებენ სასჯელაღსრულებელი დეპარტამენტის თანამშორმლები პატიმრების გადაბირების, დაშინებისა და სააკაშვილის ხელისუფლების სამსახურში ჩაყენების მიზნით.

 აუცილებელია შეიქმნას საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სასჯელაღსურლების დეპარტამენტის საქმიანობას ბოლო 8 წლის განმავლობაში და რომელიც საზოგადოებას მიაწვდის გაცილებით მეტ ფაქტობრივ მასალას, რომელიც ასახავს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის დანაშაულებრივ საქმიანობას“,-აცხადებს ძვიად ძიძიგური