სახალხო დამცველი: პატიმრის მშობლებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 223 44 99

სახალხო დამცველი: პატიმრის მშობლებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 223 44 99

სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით,  მსჯავრდებულთა ოჯახებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველის აპარატის დახმარება სჭირდება მსჯავრდებულის მოსანახულებლად და დასახმარებლად,  შეუძლიათ დარეკონ ტელეფონზე 223 44 99 დ ან მიმართონ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, საჭიროა დადგეს  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პირისა, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ სასტიკ უფლებადარღვევებში და არა ამ პირთა მიმართ სხვადასხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების გამოყენება- სამსახურებიდან დათხოვნა და დაქვეითებება იქნეს გამოყენებული.

"მე არ ვგულისხმობ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ღონისძიებების გამოყენებას, სამსახურებიდან დათხოვნას და დაქვეითებებს. აქ საუბარია მკაცრ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი კოდექსი. ბოლო სამი წელია, ჩვენ ამ ფაქტებზე ვსაუბრობთ და ისინი ასახული იყო სახალხო დამცველის ანგარიშებში“,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.