სააკაშვილმა ციხეებში შექმნილი მდგომარეობის გამო ანაკლიაში ჩასვლა გადადო

სააკაშვილმა ციხეებში შექმნილი მდგომარეობის გამო ანაკლიაში ჩასვლა გადადო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში ჩასვლა გადადო. სავარაუდოდ ეს  პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო-მასალების გავრცელების შემდეგ შექმნილი სიტუაციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი დღეს ანაკლიაში უნდა ჩასულიყო, სადაც ლაზიკას მშენებლობას ჩაუყრიდა საფუძველს.

ცნობისთვის, პრეზიდენტთან შესახვედრად და ლაზიკას მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაზე დასასწრებად "ნაციონალურ მოძრაობას" პარტიის აქტივისტები და კოორდინატორები რეგიონის ყველა რაიონიდან და სოფლიდან საკუთარი სახსრებით მიჰყავდათ.