სენსაციური აღმოჩენა, რომელიც იესო ქრისტეს მეუღლის არსებობაზე მეტყველებს

სენსაციური აღმოჩენა, რომელიც იესო ქრისტეს მეუღლის არსებობაზე მეტყველებს

აშშ-ში  საჯაროდ წარმოადგინეს სენსაციური ისტორიული დოკუმენტი - პაპირუსის ფრაგმენტი, რომელზეც „ქრისტეს მეუღლეა“ ნახსენები.

ისტორიული დოკუმენტი, საზოგადოებას სამშაბათს, ჰარვარდის უნივერსიტეტის, თეოლოგიის სკოლის პროფოესორმა კარენ კინგმა გააცნო. საუბარია პაპირუსის ფრაგმენტზე, სადაც ადრექრისტიანული ფსალმუნის რვა ხაზია შემორჩენილი.

„იესომ უთხრა მათ: „ჩემი მეუღლე“ და „იგი შეძლებს იყოს ჩემი მოწაფე“ - ნათქვამია ტექსტში.

ქრისტიანული წყაროების მიხედვით, იესომ თავდაპირველად აირჩია12 უახლოესი მოწაფე-მოციქული, შემდეგ კიდევ 70, რომელსაც ასევე მოციქულებს უწოდებდნენ, ჯვარცმის დროს  კი, ქრისტეს 500-მდე მიმდევარი ჰყავდა.

ეგვიპტელი ქრისტიანების ბევრი ადრექრისტიანული ტექსტია დაწერილი პაპირუსის ფრაგმენტზე. ამ სენსაციური ფრაგმენტის წარმოშობა და მისი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

New York Times-ის ცნობით, ექსპერტების პირველი შეფასებით ეს დოკუმენტი ნამდვილია. საზოგადოება ამ ფაქტის შემდეგ სავარაუდოდ განაახლებს მსჯელობას იესოსა და მარიამ მაგდალინელის ურთიერთობებზე. სახარებისეული ტექსტის თანახმად, ის ქრისტეს ყველაზე ერთგული მიმდევარი იყო და ყველგან თან დაჰყვებოდა, იყო მომსწრეა მისი ჯვარცმისა და აღდგომის.  ერთ-ერთი, ვესიით, სწორედ მარიამ მაგდალინელი იყო იესოს მეუღლე და მოციქული.