ციხეებში პატიმრების წამების ფაქტზე  თანამდებობის  10 პირია დაკავებული

ციხეებში პატიმრების წამების ფაქტზე თანამდებობის 10 პირია დაკავებული

პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში თანამდებობის 10 პირია დაკავებული, ერთი კი იძებნება. ამის შესახებ დღეს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულთა დიდი ნაწილი გლდანის მე-8 საპყრობილეს თანამშრომლები არიან. მათ შორის არიან - გაგა მკურნალიძე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ხუჭუა - გლდანის მე-8 საპყრობილეს დირექტორი, ვიქტორ ყაჭეიშვილი - საპყრობილის დირექტორის მოადგილე, ლევან ფურცხვანიძე - საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, გიორგი კვარაცხელია - საპყრობილეს რეჟიმის უფროსი ინსპექტორი, ოლეგ ფაცაცია - რეჟიმის განყოფილების უფროსი, მანუჩარ ლომთაძე - საპყრობილის კონტროლის ინსპექტორი, გელა ცომაია - საპყრობილის ოპერატიული მორიგე, ლევან ფხალაძე - საპყრობილის კონტროლიორი და ბორის ფარულავა - საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი.

ძებნა კი ვლადიმერ ბედუკაძეზეა გამოცხადებული, რომელიც საპყრობილის მორიგე ინსპექტორი იყო.

ზოდელავას თქმითე, ყველა ამ პირს წაეყენა ბრალი წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში მოქმდებდა რამდენიმე ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც პატიმართა უფლებებს არღვევდნენ და ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებსაც“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, დადგინდა, რომ ლევან ფურცხვანიძე და ვლადიმერ ბედუკაძე სხვა პირებს ხელმძღვანელობდნენ.

„ისინი ფირზე აღბეჭდავდნენ საკუთარ და სხვა პირთა დანაშაულებრივ ქმედებებს და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ მესამე პირებს აწვდიდნენ ამ ფირებს. მესამე პირებისთვის ვიდეომასალის გადაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფდნენ თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი “ - განაცხადა ზოდელავამ და აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დამნაშავე პირების