პატიმრების მიერ ამოცნობილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები

პატიმრების მიერ ამოცნობილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები

სოციალურ ქსელებში გავრცელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმ თანამშრომლების სახელები და გვარები, რომლებიც ქართულ ტელევიზიების მიერ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მიმართ განხორციელებულ  წამებაში მონაწილეობდნენ.  ნაწამებმა პატიმრებმა ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ამოიცნეს რამდენიმე ადამიანი.

 ერთ-ერთი – მეტსახელად ცკვიტა. კადრში, სადაც რამდენიმე ადამიანი ჩანს, ამოიცნეს ვინმე გაგა, ციხის საავადმყოფოს უფროსი. ტელეფონზე მოსაუბრე პიროვნება როგორც პატიმრები ამბობენ, გაგა მკურნალიძეა. ასევე კადრებში ამოიცნეს გიორგი კვარაცხელია – ოფიცერი, ოლეგი ფაცაცია – რეჟიმის უფროსი. როგორც პატიმრები ამბობენ, ის განსაკუთრებული სისასტიკით არის ცნობილი. გიორგი ავსაჯანაშვილი – უსაფრთხოების ოფიცერი, ვიქტორ ყაჭეიშვილი – ციხის უფროსის მოადგილე, ოფიცერი, 21 წლის ვინმე გიორგი, შავებში ჩაცმული მამაკაცი – დათო ხუჭუა – ციხის უფროსი, კარანტინის კონტროლიორი ჩიჩუა, უსაფრთხოების თანამშრომელი – ხონსკი, თენგო – ოფიცერი, კორპუსის ოფიცერი, მეტსახელად მელოტი მახო, ასევე ლადო ბადუკაძის(ვიდეოს გამავრცელებლის) შემცვლელი, ვინმე გიორგი.