ჯანსულ ჩარკვიანი: პირები, რომლებიც პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდნენ აუცილებელია, უკიდურესი ფორმებით დაისაჯონ

ჯანსულ ჩარკვიანი: პირები, რომლებიც პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდნენ აუცილებელია, უკიდურესი ფორმებით დაისაჯონ

ფილარმონიასთან გამართულ აქციას პოეტი ჯანსულ ჩარკვიანიც შეუერთდა. მისი განცხადებით, მომხდარი ფაქტი შემაშფოთებელია და შესაბამისად ის მომხდარში მონაწილე პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმას მოითხოვს.

„ამ ხელისუფლებამ დაღუპა ქვეყანა. გამოსავალი არაფერია თუ ხალხი არ გავერთიანდით და ხალხმა ერთიანი სიტყვა არ თქვა. აუცილებელია სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე. არასოდეს არ ყოფილა ისეთი დრო, როცა სიძულვილი გაიმარჯვებდა“, - განაცხადა ჩარკვიანმა და აღნიშნა, რომ პირები, რომლებიც პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდნენ, აუცილებელია უკიდურესი ფორმებით დაისაჯონ.