ფილიპ დიმიტროვი: ციხეებში მომხდარი ფაქტები შემაშფოთებელია

ფილიპ დიმიტროვი: ციხეებში მომხდარი ფაქტები შემაშფოთებელია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმა გუშინ ციხეებში მომხდარი ფაქტები შემაშფოთებლად შეაფასა.

 მისი თქმით, ამ ფაქტის უკან მდგომი პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

„ვიდეომასალა ცხადყოფს, რომ ქართულ ციხეში ხდებოდა რაღაც აღმაშფოთებელი. ბუნებრივია, ხალხი შოკირებულია; ასევე - ბუნებრივი უნდა იყოს ის, რომ ამ ფაქტის უკან მდგომი ადამიანები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ. მნიშვნელოვანია, საქართველომ და კერძოდ მისმა მთავრობამ ნათლად დააფიქსირონ, რომ ასეთი აქტები დაუსჯელი არ დარჩება, მათზე პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება და დამნაშავეების მიმართ გამოყენებული იქნება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა",-აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.