გლდანის საპყრობილეში ფარულად გადაღებული ვიდეომასალის ერთ-ერთი ავტორი საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადასვლისას დააკავეს

გლდანის საპყრობილეში ფარულად გადაღებული ვიდეომასალის ერთ-ერთი ავტორი საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადასვლისას დააკავეს

გლდანის საპყრობილეში ფარულად გადაღებული ვიდეომასალის ერთ-ერთი ავტორი, #8 სასჯელაღსრულების ოფიცერი დათა აკობია დილის 04:00 საათზე საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადასვლისას დააკავეს. ამ განცხადებას აკობიას ადვოკატი სალომე აბულაძე ავრცელებს.   მისი ინფორმაციით, აკობია  ამ დროისათვის არსებული მონაცემებით  არ იმყოფება არც ე.წ. მოდულის შენობაში, არც თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

აბულაძის განცხადებით შსს-ს თანამშრომლები იჭერენ არა იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმათ, ვინც ეს დანაშაული გამოააშკარავა.