მერაბიშვილი: დაისჯება ყველა შემსრულებელი, დამკვეთი და ორგანიზატორი

მერაბიშვილი: დაისჯება ყველა შემსრულებელი, დამკვეთი და ორგანიზატორი

  პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ  სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამებისა და ღირსების შემზარავი ქმედებები გამოირიცხება

პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის პირადად უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი ქმედებების გამოირიცხვას და პირობას დებს, რომ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი  პასუხს აგებს ამ დანაშაულისთვის.

 "გლდანის ციხეში ჩადენილი დანაშული ესაა აღმაშფოთებელი, ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეშია ჩარეული, დაკავებულია და ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. დაისჯება ყველა შემსრულებელი, დამკვეთი და ორგანიზატორი, მე პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ როგორც ჩვენ პოლიციაში აღმოვფხარით წამების ფაქტები, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ჩვენების გამოძალვისა და აღიარებისთის და უკვე დიდი ხანია ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ აქვს, ისე სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის წამებისა და ღირსების შემზარავი ქმედებები გამოირიცხება. მე ამას პირადად ვუზრუნველყოფ", - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა ხაშურში გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.