„სიცოცხლე ხაზის გასწვრივ“ -პორტრეტები ყოფილი კონფლიქტის ზონიდან

„სიცოცხლე ხაზის გასწვრივ“ -პორტრეტები ყოფილი კონფლიქტის ზონიდან

დღეს,21 სექტემბერს, არტ-გალერეა „ტიფლის ავენიუ“  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა  და დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრის რეი კუპერის ფოტო-გამოფენას უმასპინძლებს.

„სიცოცხლე ხაზის გასწვრივ - პორტრეტები ადმინისტრაციული საზღვრიდან“ ასე ჰქვია გამოფენას, სადაც  ფოტოგრაფის ათობით ნამუშევარია თავმოყრილია. ფოტოები გადაღებულია სადამკვირვებლო მისიის ყოველდღიური საქმიანობისას, ყოფილ კონფლიქტის ზონასა და მის განაპირა არსებულ დასახლებებში.

მაღალი ხარისხის ემოციური ფოტოები ასახავს ამ ადამიანების ცხოვრებას, საქმიანობასა და იმ ყოველდღიურ პრობლემებს.

გამოფენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გორის საველე ოფისის ინიციატივითა და ორგანიზებით ეწყობა.

ღონისძიებას დაესწრება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.