სააკაშვილმა ყვარელში ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს  უმასპინძლა

სააკაშვილმა ყვარელში ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მყოფ 5 ქვეყნის - ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ყვარელში უმასპინძლა.

მიხეილ სააკაშვილის facebook-ის გვერდზე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა სტუმრებს საკუთარი კარ-მიდამო დაათვალიერებინა და მათ ქართულ ტრადიციებზე ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ხუთივე ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სიმბოლურად, რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

მათთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქართული ყურძნის უნიკალურობაზე გაამახვილა.

ბულგარეთის, ლიტვის, ლატვიის, რუმინეთის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფებიან, შეხვედრები გუშინ დილიდან დაიწყეს.