ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მხარდამჭერი ღია წერილი გამოაქვეყნეს

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მხარდამჭერი ღია წერილი გამოაქვეყნეს

ამერიკელი კონგრესმენები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და უთანხმოება გვერდზე გადადონ. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების საქართველოსადმი მხარდაჭერის შესახებ გამოქვეყნებულ ღია წერილშია ნათქვამი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გაავრცელეს.

წერილის თანახმად, მოახლოებული არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ტესტი იქნება.

„ნებისმიერი მცდელობა არეულობის მოწყობისა ან ელექტორატის წინააღმდეგ მოქმედება, ქართველი ხალხის წინაშე დიდი უსამართლობა იქნება“ - ნათქვამია ღია წერილში.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველომ და მისმა ლიდერებმა ცალსახა არჩევანი გააკეთეს, რომ ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს მხარი დაუჭირონ და პრაქტიკაში გამოსცადონ.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის მცდელობას - დაანგრიოს საქართველოს რთულად მოპოვებული დემოკრატია“ - აღნიშნულია წერილში.

ღია წერილი კონგრესის გაზეთ „THE HILL”-ში დაიბეჭდა.