„დებატები 2012

„დებატები 2012"-ის მეორე გადაცემა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დღეს გაიმართება

პროექტ „დებატები 2012"-ის მეორე გადაცემა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, დღეს 20:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიების პირველი ნომრები მიიღებენ.

დებატებში „ნაციონალური მოძრაობიდან" – დავით ბაქრაძე, „ქრისტიან-დემოკრატებიდან" გიორგი თარგამაძე, „ქართული ოცნებიდან" – კახი კალაძე და „ლეიბორისტული პარტიიდან" შალვა ნათელაშვილი არიან მიწვეულები.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" პროექტი „დებატები 2012" 9 სექტემბერს დაიწყო. პირველ გადაცემაში კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების პრემიერობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, კერძოდ _ „ნაციონალური მოძრაობიდან" ვანო მერაბიშვილი, „ქრისტიან-დემოკრატებიდან" გიორგი თარგამაძე და „ლეიბორისტული პარტიიდან" შალვა ნათელაშვილი. დებატებში მონაწილეობა შესთავაზეს „ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილსაც, თუმცა მან პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებელი" USAID-სა და IFES-სთან ერთად ახორციელებს.

დებატებს „საზოგადოებრივი მაუწყებელი" პირდაპირ ეთერში გადასცემს. ტრანსლაცია სატელიტური სიგნალით განხორციელდება, პირდაპირი ტელე-ტრანსლაცია მოხდება მაუწყებლის ოფიციალურ საიტზე და „ფეისბუქის" გვერდზე.