მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბმა უკანონოდ მიწა ჩამორთმეულ მოქალაქეთა  რეგისტრაცია  დაიწყო

მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბმა უკანონოდ მიწა ჩამორთმეულ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო

 დღეს, 17 სექტემბერს, პოლიტიკური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბში სოფელების ქესალო, ნაზარლო და ვახტანგისის მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ.

მამუკა არეშიძის ინიციატივით შტაბბმა დაიწყო იმ მოქალაქეთა განცხადებების რეგისტრაცია, რომლებსაც უკანონოდ ჩამოართვეს და გაუყიდეს მიწები.

„ქართული ოცნების“ აქტივისტების ნაყოფიერი მუშაობის შედეგად გარდაბნის რაიონის აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ დაძლია შიში, ენდო „ქართულ ოცნებას“ და მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბში მივიდა.

პოლიტიკური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გარდაბნის შტაბში შემოსული განცხადებების განხილვა დაუყოვნებლივ დაიწყება და ყველა იმ მოქალაქეს, რომელს მიწა უკანონოდ ჩამოერთვა უმოკლეს ვადაში დაუბრუნდება.