ზურაბ აბაშიძე: „კავკასია 2012“  გარკვეულწილად,  საფრთხის შემცველია, თუმცა პანიკა და განგაში საჭირო არაა

ზურაბ აბაშიძე: „კავკასია 2012“ გარკვეულწილად, საფრთხის შემცველია, თუმცა პანიკა და განგაში საჭირო არაა

პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012“ რეგიონის სტაბილურობას გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, პანიკა და განგაში საჭირო არაა.

პოლიტოლოგის განცხადებით, ქართული მხარე ამჟამად,  მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა იყოს კონცენტრირებული, თუმცა აღნიშნავს, რომ არც ამ მხრივ უნდა მოადუნოს ყურადღება.

„თავისთავად,  ეს წვრთნები, რომ ჩვენს საზღვრებთან ტარდება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გამოცდილებას,  რაც  გვაქვს, გავითვალისწინებთ  იმ ურთიერთობებს,  რაც რუსეთთან გაგვაჩია, ზოგადად, რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და  ასევე იმ ფაქტს,  რომ არჩევნებს ვუახლოვდებით, რაც  ყოველთვის ტურბულენტული პერიოდია,  რა თქმა უნდა,  ეს  წვრთნები საფრთხის მატარებელი არის, მაგრამ ვფიქრობ, ახლა პანიკა და განგაში საჭირო არაა.  ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა, მაგალითად,  ქალბატონმა კლინტონმა გვითხრა, რომ ახლა მთავარი აქცენტი არჩევნებზე უნდა გავაკეთოთ. უმთავრესად მართლაც,  არჩევნებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული,  თუმცა არც ამ მიმართულებით არ  უნდა მოვდუნდეთ“, - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთი დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნას, „კავკასია 2012“-ს იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით,  ქვეყნის პრეზიდენტი,  ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კავკასიაში სწავლების პირველ ეტაპს პირადად დააკვირდება.

მანევრებს დააკვირდება რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც.

წვრთნები რუსეთის სამხრეთით გაიმართება,  რომელშიც მონაწილეობას 8000 სამხედრო, 200 საბრძოლო მანქანა, 100 საარტილერიო დანადგარი და 10 საბრძოლო