ჯეიმს კამერონის სასურველი პროექტი სტივენ სპილბერგმა განახორციელა

ჯეიმს კამერონის სასურველი პროექტი სტივენ სპილბერგმა განახორციელა

ჯეიმს კამერონმა სასურველი პროექტი დაკარგა. მან აღიარა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა გადაეღო მაიკლ კრაიტონის რომანის „იურიული პერიოდის პარკის“ ეკრანიზაცია. თუმცა ვერ მოასწრო და ამის შესახებ, რამდენიმე წლის შემდეგ ალაპარაკდა.

„მე ვცდილობდი მეყიდა წიგნის ეკრანიზაციის საავტორო უფლებები, მაგრამ რამდენიმე საათით დამაგვიანდა“- ამბობს ჯეიმსი. რა თქმა უნდა, მას აქვს გამართლება და იცის, როგორ გაიმხნევოს თავი: „როდესაც ეს ფილმი ვნახე, მივხვდი, რომ ჩემი კანდიდატურა ამ ფილმის რეჟისორის როლზე არ წავიდოდა, განსხვავებით სპილბერგისა. მან გადაიღო საბავშვო ფილმი დინოზავრებზე, მე  დინოზავრებისგან ცოტა „სხვა“ რამ გამომივიდოდა, ეს ის არ იქნებოდა, რაც საჭირო იყო. დინოზავრები ჩვენც კი მოგვწონს, მაგრამ ბავშვები განსაკუთრებით აღიქვამენ მათ და არ უნდა შევაშინოთ. ჩემი გადაღებული დინოზავრი გაცილებით უარესი და საშიში იქნებოდა“-ამბობს „ავატარის“ რეჟისორი.  

კინოსტუდია Universal-მა  1990 წელს, სტივენ სპილბერგთან ერთად, დაიწყო „იურიული პერიოდის პარკის“ პირველი ფილმის გადაღება.