მამუკა არეშიძე გარდაბნის რაიონის,  სოფელ ქესალოს მოსახლეობას შეხვდა

მამუკა არეშიძე გარდაბნის რაიონის, სოფელ ქესალოს მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკური ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე სოფელ ქესალოში იმყოფებოდა, რომელიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ქესალოელების თქმით, მათთვის ყველაზე დიდ პრობლემას მიწის სავარგულები წარმოადგენს. რამდენიმე თვის წინ მათ ხელისუფლებამ 720 ჰექტარი უკვე დათესილი მიწა გაუყიდა. სოფლის მკვიდრთა პროტესტი უპასუხოდ დარჩა.

„უსამართლობაა, როდესაც ადამიანს კუთვნილ, მარჩენალ მიწას დაუკითხავად გაუყიდიან, როდესაც  დღევანდელ დუხჭირ პირობებში 1 ჰექტარი მიწის ქირა 75 ლარს შეადგენს, ასევე უსამართლობაა, როდესაც ამხელა პოტენციალის მქონე რაიონის მოსახლეობა იძულებულია სამსახური ქვეყნის გარეთ ეძებოს.

„ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში თქვენ გექნებათ მსხვილ კოოპერატიულ მეურნეობებში მუშაობის საშუალება, უფასოდ ისარგებლებთ მექანიზაციებით და მოგეცემათ საშუალება მიზერულ ფასად შეიძინოთ საწვავი. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აღარ იარსებებს არც წყლის, არც მიწის და არც დასაქმების პრობლემა - განუცხადა ქესალოელებს მამუკა არეშიძემ