საბავშვო ევროვიზიის ახალი დევიზი - „დაამსხვრიე ყინული!“

საბავშვო ევროვიზიის ახალი დევიზი - „დაამსხვრიე ყინული!“

2012 წლის საბავშვო ევროფესტივალის დევიზია - დაამსხვრიე ყინული(Break the Ice). დევიზის არჩევა ჰოლანდიის ცივმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა და ის დატვირთვა აქვს,რომ 1-ელ დეკემბერს - ზღაპრულ ზამთარშიბავშვები მეგობრულ ატმოსფეროს შექმნიან; ევროპა კონკურსის გარშემო გაერთიანდება.

მეათე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბელგია, საქართველო, ისრაელი, მოლდოვა, ჰოლანდია, რუსეთი შვედეთი და უკრაინა.  ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. კონკურსი ჰეინეკენისმიუზიკჰოლში" (HMH) ჩატარდება. ჰოლანდიამ საბავშვო ევროფესტივალს 2007 წელს როტერდამში უმასპინძლა; ხოლო კონკურსის გამარჯვებული 2009 წელს გახდა.

ქართველ მონაწილეები The Funky Kids“ მაყურებლის წინაშე 1 დეკემბერს წარდგებიან.

ჯგუფში ქეთი სამხარაძე, ნინი დაშნიანი, ელენე არაჩაშვილი და ლუკა ყარმაზანაშვილი არიან გაერთიანებულნი. საკონკურსო სიმღერაზე ბავშვებთან ერთად პროდიუსერი გიგა კუხიანიძე მუშაობს.

გიგა კუხიანიძე საბავშვო ევროვიზიასთან უკვე ოთხიწელია თანამშრომლობს დ აწარმატებული პროდიუსერია. ის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფებისბზიკებისადაქენდისმუსიკალური ხელმძღვანელი იყო. ჯგუფიბზიკები“ 2008 წლის, ხოლო ჯგუფიქენდი“ 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალების გამარჯვებულები გახდნენ.

საბავშვო ევროფესტივალის წამყვანები კიმ ლიენი და ევოუთი იქნებიან