„ჩვენებურების“ 11 წლის იუბილე (VIDEO)

„ჩვენებურების“ 11 წლის იუბილე (VIDEO)

ჯგუფი მსმენელისთვის უნიკალურ პროექტს ამზადებს. პროექტი, რომელიც საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის  ოთარ პატარიძის დახმარებით   ხორციელდება, ყველასგან მივიწყებული „შეფიცულთა“ სიმღერის გაცოცხლებას ითვალისწინებს. 

 ეს სიმღერა  1921 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით მეტეხის ციხეში

საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილმისჯილი ქართველი მეომრების მიერ დაიწერა.   ალბომში „შეფიცულთა“ სიმღერის გარდა,   ის სიმღერებიც  შევა, რომლებსაც ემიგრანტთა ანსამბლი გასულ საუკუნეში საფრანგეთში  ქმნიდა და ასრულებდა. საიუბილეო პროექტის ფარგლებში „ჩვენებურები“ ჩაწერენ საერთო ალბომს,   საფრანგეთში 1962 წლიდან მოქმედ ანსამბლ  „მერანის“ცოცხალ წევრებთან.

აღშნული სიმღერები  ქართული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია 

ცნობისთვის, ფოლკჯგუფი „ჩვენებურები“  11 წლის წინ ცნობილმა მომღერალმა, ლოტბარმა და ანსამბლ ერისიონის სოლისტმა ნუგზარ კურცხალიამ ჩამოაყალიბა.   ამ 11 წლის განმავლობაში ანსამბლმა  4 ალბომი ჩაწერა, გამართა ათეულობით სოლო კონცერტი და გახდა რამდენიმე მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული. როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. მონაწილეობა მიიღო არაერთ წარმატებულ ექსპერიმენტალურ მუსიკალურ პროექტში ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან ერთად.