ნუკრი ქანთარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ავარიული სახლების არსებობა გააპროტესტა

ნუკრი ქანთარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ავარიული სახლების არსებობა გააპროტესტა

საარჩვენო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუკრი ქანთარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია-ბრიფინგი გამართა, სადაც ავარიული სახლების არსებობა გააპროტესტა.

აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა. მათ დღეს აღნიშნული შენობების ფოტოებიც წარადგინეს.

როგორც ნუკრი ქანთარიამ აქციაზე აღნიშნა, ავლაბარში რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავარიული შენობების სახურავები ჩამონგრევის საფრთხის წინაშეა.

„მოვიტანეთ სურათები, რათა საქართველოს პრეზიდენტს იქნებ ცოტა გული ასტკივდეს და თავის უბანში მაინც, მოსახლეობას 1 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში დეხმაროს. მსგავს ავარიულ მდგომარეობაშია სახლები თბილისის სხვადასხვა რაიონებში და ასევე საქართველოს მასშტაბითაც“, - განაცხადა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიამ აქციაზე წარდგენილი ფოტოები პრეზიდენტს ადმინისტრაციაში შეაგზავნა და პრეზიდენტს მათი იმ ფოტოების გვერდით განთავსება ურჩია, რომლებზეც ბათუმის განახლებული ღირსშესანიშნაობებია ასახული.