სააკაშვილმა  სოფელ შიბლიანის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

სააკაშვილმა სოფელ შიბლიანის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში იმყოფებოდა. სააკაშვილი განახლებულ სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

პრეზიდენტმა სკოლის შენობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი სკოლები საქართველოს ყველა სოფელში უნდა იყოს. მისი თქმით,  მოზარდებს აქ კარგად სწავლის სტიმულიც ექნებათ და გამოცდების ჩაბარებაც ბევრად გაუადვილდებათ. „ყველა სოფელში, რაც არ უნდა პატარა იყოს, სკოლა უნდა გაკეთდეს კარგად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა სკოლაში უნდა გაკეთდეს სახურავი, ფანჯრები, გათბობა და სპორტული დარბაზი ან მოედანი. შიბლიანის სკოლის პირველ გაკვეთილებს მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად დაესწრო.