დავით  ნარმანია: „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა საკმაოდ დახვეწილია

დავით ნარმანია: „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა საკმაოდ დახვეწილია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ  ეკონომიკური პროგრამა , რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა რამდენიმე მიმართულებებით გაკეთებულ გაანგარიშებებს ეყრდნობა და საკმაოდ დახვეწილი დოკუმენტია.

„პოლიტიკური კოალიციისა და გუნდის ოთხწლიანი ეკონომიკური ხედვა დახვეწილია და მისი განხორციელებაც საკმაოდ რეალურია. ყოველთვის ისმის ხოლმე კითხვა,თუ რა თანხებით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, რადგან გასაკეთებელი საქმიანობების ჩამონათვალი, საკმაოდ რთულია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიუჯეტში გარკვეული სახსრების, იგივე, ვთქვათ, ოპტიმიზაციაა საჭირო, ამის შესაძლებლობა ბუნებრივია გამოჩნდება.

გამოჩნდება დამატებითი რესურსები, რაც სხვადასხვა ტიპის საკითხების და პრობლემების მოგვარებას დასჭირდება. მთავარია ეს ყველაფერი რეალურ საჭიროებებზე იყოს დამყარებული და კიდევ ერთხელ რეალური  გაანგარიშებები გაკეთდეს“, - განაცხადა ნარმანიამ.