ხადური: „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა  სიღარიბის დასრულების საშუალებას იძლევა

ხადური: „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა სიღარიბის დასრულების საშუალებას იძლევა

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერი, ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანები დასაქმდნენ სოფლის მეურნეობა, დადგეს ფეხზე და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე და სიდუხჭირე დასრულდეს.

ხადურის განცხადებით, ამ მიმართულებებით, კოალიცია სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ყველსათვის ცნობილია, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ პრიორიტეტები. მათ შორისაა სოფლის მეურნეობა და დასაქმება. დასაქმებისათვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა. ეს კი სამართლიანი გარემოს გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ პირველივე დღიდან ჩვენ სასამართლო რეფორმას დავიწყებთ. სასამართლო იქნება სამართლიანი და  საკუთრება დაცული იქნება. ამასთანავე, ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია მოხდება როგორც შიდა ბაზარზე, ისე პროდუქცია რუსულ ბაზარზეც დაბრუნდება და ამავე დროს, ის ევროპულ ბაზრებზეც შევა“, - განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მილიარდიან ფონდთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობა ფეხზე ძალიან მალე დადგეს.

ცნობისთვის, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ დღეს ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას მართავს.